გერმანიის კანცლერმა მწვავე კრიტიკით მიმართა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრს. ოფიციალური ბერლინის შეფასებით, ისრაელის მთავრობის ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებები და ქმედებები რეგიონული სტაბილურობისა და უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება.
გერმანიის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, ბენ-გვირის მოწოდებები ღაზაში ყოველდღიური ძალადობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ "არაადამიანური და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოა".
ბენ-გვირმა, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრმა, პოდკასტში საუბრისას განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო ძალებმა ღაზის სექტორში ყოველ ღამე 30-40 მიზნობრივი ლიკვიდაცია უნდა განახორციელონ. მან აღნიშნა, რომ ეს არ უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც მყისიერ საფრთხეს წარმოადგენენ, და დაამატა, რომ იქ არიან ადამიანები, "რომლებიც არ იმსახურებენ სიცოცხლეს და ადამიანებიც კი არ არიან".
სწორედ ამ განცხადებებს მოჰყვა გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის მწვავე შეფასება, რომელმაც ეს მოწოდებები არაადამიანურად და საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეაფასა.
აღნიშნული განცხადებები მკაცრად დაგმეს სხვა ევროპელმა ლიდერებმაც. ევროკავშირის საპასუხო ნაბიჯები და ექსტრემისტი პოლიტიკოსებისთვის შესაძლო სანქციების დაწესების საკითხი უახლოეს დღეებში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე აქტიურად განიხილება.




