საქართველოში გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერის განცხადებით, თუ ე.წ. "აგენტების კანონი" ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას.
"ალბათ, წაიკითხეთ განცხადება, რომელიც გერმანიის კანცლერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ერთობლივად გამოაქვეყნეს და რომელიც უკავშირდებოდა მიღებულ კანონს. საქართველომ უკვე გადაუხვია ევროპულ გზას. არსებობს სტანდარტები, რომლებიც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ და ეს კანონი სტანდარტს მიღმაა. რაც შეეხება ევროკომისიის დეკემბერში მისაღებ გადაწყვეტილებას. თუ ეს კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას. თქვენ უნდა იყოთ სტანდარტთან შესაბამისი, თუ არადა წინ ვერ წახვალთ", - განაცხადა გერმანიის ელჩმა ჟურნალისტებს (TV პირველის თარგმანი).