გერმანიაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა მაღალი რჩება და ზრდას განაგრძობს. ავტოტრანსპორტის ფედერალური უწყების (Kraftfahrt-Bundesamt, KBA) მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში დარეგისტრირებული დაახლოებით 254 500 ახალი მსუბუქი ავტომობილიდან 94 ათასამდე სრულად ელექტრო იყო — ეს მაჩვენებელი დაახლოებით 80%-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებზე, რომლებსაც ჰიბრიდული ავტომობილებიც მიეკუთვნება, მოთხოვნა 2026 წლის ოქტომბერში მკვეთრად შემცირდა. KBA-ის მონაცემებით, მათზე ახალი რეგისტრაციების დაახლოებით 62 400 შემთხვევა მოვიდა. აღნიშნული ტენდენციის ძირითად მიზეზებად სააგენტო Reuters საწვავის მაღალ ფასებსა და ელექტრომობილების შესყიდვის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამას ასახელებს, რომელიც 2026 წლის მაისში ამოქმედდა.
გერმანიაში ელექტრომობილების პოპულარობის სწრაფი ზრდის მიუხედავად, ამ ტრენდის ძირითადი ბენეფიციარები, პირველ რიგში, უცხოური ავტოკონცერნები ხდებიან, აღნიშნავს სააგენტო dpa. ყველაზე დიდი ზრდა ჩინურ მწარმოებლებს აქვთ — მათი საბაზრო წილი 5.2%-იდან 8.4%-მდე გაიზარდა, მიუთითებს საკონსულტაციო კომპანია EY. ამავდროულად, გერმანელი მწარმოებლები თვიდან თვემდე თმობენ საკუთარ წილს ელექტრომობილების ბაზარზე.




