გერმანია უკრაინისთვის 1,1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს. ამის შესახებ კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა.
"ჩვენ ვამზადებთ დახმარების ახალ პაკეტს 1,1 მილიარდი ევროს ოდენობით. საუბარია სამრეწველო მარაგებიდან 36 დაჯავშნულ და თვითმავალ ჰაუბიცაზე, 120 ათას საბრძოლო მასალაზე, ორი Skynex–ის საჰაერო თავდაცვის სისტემაზე და რაკეტებზე IRIS-T-სთვის“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.
შოლცმა დასძინა, რომ მთლიანობაში გერმანიამ გამოყო ან აიღო ვალდებულება, უკრაინას 28 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება გაუწიოს.
გერმანია უკრაინისთვის გაწეული სამხედრო დახმარებით ევროპაში ლიდერია, ის მხოლოდ აშშ–ს ჩამორჩება.