გერმანია, ბუნდესვერის გადაიარაღებისთვის გამოყოფილი სპეციალური ბიუჯეტის მიუხედავად, რომლის მოცულობა 100 მილიარდი ევროა, ვერ შეასრულებს NATO-ს მოთხოვნას, თავდაცვისთვის მშპ-ს მინიმუმ ორი პროცენტის გამოყოფის შესახებ ვერც 2023 და ვერც 2026 წლიდან. ამ მიზნის მიღწევა "დიდი ხნით ჭიანურდება, მაშინ როცა აღჭურვილობის აუცილებელი შესყიდვა შეუძლებელია მოკლევადიან პერიოდშიც კი", - იტყობინება გაზეთი Rheinische Post, გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის (IW) ანგარიშის ასლზე დაყრდნობით.

ინსტიტუტის ექსპერტები, სამხედრო ტექნიკის შეძენის შეფერხებას და ბუნდესვერის არასაკმარისი დაფინანსების პრობლემას რეგულარული ბიუჯეტის დაგეგმვაში, ფასების ზრდას უკავშირებენ.

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული შეჭრის საპასუხოდ, დაადასტურა გერმანიის განზრახვა, გაზარდოს თავდაცვის ხარჯები მშპ-ს 2 პროცენტამდე. ამავდროულად, გერმანიის ეკონომიკის ინსტიტუტის პროგნოზით, ამ ამოცანის შესასრულებლად, გერმანიას, თუნდაც 100 მილიარდი ევროს ოდენობის სპეციალური აღჭურვილობის გამოყოფის გათვალისწინებით, რეგულარული თავდაცვის ბიუჯეტი წელიწადში მინიმუმ 5 პროცენტით უნდა გაეზარდა.