გერმანიის მთავრობა მომავალ კვირაში გააუქმებს ბრძანებას, რომელიც ისრაელში გარკვეული ტიპის იარაღის ექსპორტს კრძალავდა.

"მთავრობა იარაღის ექსპორტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საერთო წესით, თითოეული შემთხვევის ინდივიდუალური განხილვის შედეგად მიიღებს". - აღნიშნა გერმანიის მთავრობის სპიკერმა, სტეფან კორნელიუსმა.

გადაწყვეტილების შედეგად, აგვისტოში შეჩერებული იარაღის ექსპორტი, 24 ნოემბერს განახლდება.

გერმანიის მთავრობის სპიკერის, სტეფან კორნელიუსის თქმით, გადაწყვეტილებას ისრაელსა და ჰამასს შორის გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და ბოლო კვირებში "სიტუაციის სტაბილიზებას" მოჰყვა.

ამასთან, კორნელიუსის თქმით, გერმანია კვლავ მხარს უჭერს ისრაელსა და პალესტინელებს შორის მშვიდობას და ე.წ. ორი სახელმწიფოს პრინციპზე დაფუძნებულ გადაწყვეტას.