უკრაინის ხელისუფლება აბსურდულს უწოდებს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადასაცემად ემზადებიან.

„რუსი ოფიციალური პირები, რომლებიც ცნობილნი არიან შთამბეჭდავი ტყუილის ისტორიით, კვლავ ცდილობენ ძველი „ჭუჭყიანი ბომბის“ სისულელის შეთხზვას. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, უარყოს და დაგმოს რუსეთის „ჭუჭყიანი საინფორმაციო ბომბები“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გეორგი ტიხიმ.

​ცნობისთვის, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურში განაცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადასაცემად ემზადებიან. მათივე თქმით, ლონდონსა და პარიზში სურთ, კიევისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა დამალონ და გამოაცხადონ, რომ ის კიევმა თავად შექმნა. რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი უკრაინას ბირთვულ იარაღს თუ გადასცემენ, რუსეთი ლონდონისა და პარიზის წინააღმდეგ ბირთვულ დარტყმას განახორციელებს. მისივე თქმით, რუსეთი საჭიროების შემთხვევაში ბირთვულ იარაღს გამოიყენებს მისი მიმწოდებელი ქვეყნების წინააღმდეგაც, რადგან ისინი კონფლიქტის მხარეები გახდებიან. რუსეთის ბრალდებას დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას სიცრუე უწოდა.

თარგმანი: პირველი არხი