რუსი ოპოზიციონერის, „თავისუფალი რუსეთის ფორუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, გარი კასპაროვის განცხადებით, თეთრ სახლს არ სურს, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში გაიმარჯვოს.
ამის შესახებ გარი კასპაროვი "ტვიტერ"-ზე წერს.
„თეთრ სახლს არ სურს, რომ უკრაინამ რუსეთთან ომში გაიმარჯვოს. საკითხავია, რატომ? ისინი არ ამბობენ, ამიტომ პასუხი ისეთია, რომ მათ რცხვენიათ ან/და ეს მათ პოლიტიკურად დააზიანებთ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ისინი ცდილობენ, რუსეთთან და ირანთან შეთანხმებებს მიაღწიონ, ნაცვლად იმისა, რომ დაამარცხონ ისინი“, - წერს გარი კასპაროვი.
The White House doesn’t want Ukraine to win. The question is why. Since they won’t say, the answer is something they are ashamed of and/or would suffer for politically. So I believe they are still trying to make deals with Russia and Iran instead of defeating them. https://t.co/q9UNqAGOlY
— Garry Kasparov (@Kasparov63) December 3, 2023




