ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი timesofisrael-ი ავრცელებს.

ისრაელის დემოკრატიის ინსტიტუტის ახალი გამოკითხვის თანახმად, მთავრობისადმი ნდობა ბოლო 20 წლის მინიმუმზეა.

„ჰამასის" 7 ოქტომბრის სასტიკი ტერორის შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვის შედეგების თანახმად, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობას ისრაელის ებრაელი მოქალაქეების მხოლოდ 20,5% და არაბი მოქალაქეების 7,5% ენდობა  

ივნისში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით მთავრობას ებრაელი მოქალაქეების 28% და არაბი მოქალაქეების 18% ენდობოდა.