გაეროს სპეციალური მომხსენებელი პალესტინის ტერიტორიებზე ისრაელის გადაწყვეტილებას ოთხსაათიანი ჰუმანიტარული პაუზის შესახებ „ძალიან ცინიკურს და სასტიკს", - წერს timesofisrael-ი.
ღაზის სექტორში, ამ ერთ მტკაველ მიწაზე, სადაც ადამიანები ხაფანგში მოემწყვდნენ და უზარმაზარი ნგრევაა, ხდება უწყვეტი დაბომბვა - 6000 ბომბი ყოველ კვირას. ასე რომ, ოთხსაათიანი ცეცხლის შეწყვეტა, რათა ხალმა ამოისუნთქოს და დაიმახსოვროს, როგორის ცხოვრება ბომბების ხმის გარეშე, შემდეგ კი მათი ხელახლა დაბომბვა „ძალიან ცინიკური და სასტიკია“ - განუცხადა გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა პალესტინის ტერიტორიებზე ფრანჩესკა ალბანეზემ ჟურნალისტებს ადელაიდაში, ავსტრალიაში.