ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად 6,76 მილიონი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის დაახლოებით ორი მილიონი ქვეყნის დედაქალაქ კარაკასში, – ამის შესახებ გაერო-ს განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, დაღუპულია ათასამდე ადამიანი, ათიათასობით დაკარგულად ითვლება.

ორგანიზაციის ინფორმაციით, ეს პროგნოზი ეფუძნება მოსახლეობის შესახებ არსებულ მონაცემებსა და ზიანის შეფასების ანალიზს.

ამასთან, ვენესუელაში სამაშველო ოპერაციებისთვის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 1 600-ზე მეტი მაშველი ჩავიდა.

ვენესუელის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში ვიცე-მინისტრის, ოლივერ ბლანკოს განცხადებით, მაშველები ქვეყანაში 17 ავიარეისით ჩავიდნენ.

„მომდევნო 24 საათის განმავლობაში დამატებით 25 ავიარეისს ველოდებით. ვაფასებთ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვენესუელელებისთვის ამ რთულ პერიოდში“, – განაცხადა ბლანკომ.

სამაშველო ოპერაციებში უკვე ჩაერთნენ ჯგუფები მექსიკიდან, შეერთებული შტატებიდან, ელ-სალვადორიდან, შვეიცარიიდან, კოლუმბიიდან და ესპანეთიდან.

მაშველები ნანგრევებში 172 ადამიანს ეძებენ.