ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმიანება და ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ხედვით საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გულგატეხილია.
მან ხაზგასმით აღნიშნა ლიეტუვის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ სხვადასხვა კრიზისულ მომენტში და აღნიშნა, რომ "შოკირებულები ვართ იმის დანახვით, თუ როგორ მიათრევენ ქართველებს არათავისუფლებისკენ ისინი, ვისაც თავად ყველაზე მეტად ეშინიათ თავისუფლების.
“გულგატეხილი ვარ ივანიშვილის ხედვით საქართველოს მომავლის შესახებ. შოკირებული ვარ ურთიერთობების ასეთი უეცარი ცვლილებით ქვეყნებთან, მათ შორის ლიეტუვასთან, რომლებიც საქართველოს უახლოესი მოკავშირეები იყვნენ. ისეთი გრძნობაა, თითქოს მეგობარს ვკარგავთ.
საქართველოს ხალხს მხარს ვუჭერდით ნამდვილი დამოუკიდებლობის პირველი ყვავილების აყვავებიდან. ლიეტუველებს თქვენი გამარჯვებები უხაროდათ, მხარში გედექით, როდესაც რუსეთი თავს დაგესხათ, ვტიროდით თქვენი სიცოცხლისა და მიწის დაკარგვაზე.
ახლა შოკირებული ვართ იმის დანახვით, თუ როგორ მიათრევენ ქართველებს არათავისუფლებისკენ ისინი, ვისაც თავად ყველაზე მეტად ეშინიათ თავისუფლების. მაგრამ ვიცით, რომ ქართველები, ლიეტუველებივით, მარად თავისუფალი სულისკვეთების არიან და თავისუფლება ყოველთვის აყვავდება”, - წერს ლანდსბერგისი X-ზე.
I am heartbroken to hear Ivanishvili’s vision for Georgia’s future. I am devastated by this sudden change in relations with countries, including Lithuania, which have been Georgia's closest allies. It feels like we are losing a friend.🧵
— Gabrielius Landsbergis🇱🇹 (@GLandsbergis) April 30, 2024