ჩემს ნამდვილ მეგობრებს, საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვუსურვებ წარმატებებს იმის დაცვაში, რაც მათ უყვართ, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი სოციალურ ქსელ X-ში წერს.

„ძვირფასო ე.წ. არჩევნებში თვითგამოცხადებულო გამარჯვებულებო, როგორც ჩანს, თქვენ თვითონაც კი არ დაგიწერიათ ეს სიტყვები, ეს სიტყვები თქვენთვის მოსკოვში დაწერეს. ჩემს ნამდვილ მეგობრებს, საქართველოს თავისუფლებისმოყვარე ხალხს ვუსურვებ წარმატებებს იმის დაცვაში, რაც მათ უყვართ“, – წერს გაბრიელიუს ლანდსბერგისი.

ცნობისთვის, ესტონეთისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გუშინ განაცხადეს, რომ ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ თანამდებობის პირს დაუწესა სანქციები, ხოლო ესტონეთმა – 14-ს.

ამასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობამ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებას აქვს უფლება და შესაძლებლობა, ლიეტუვისა და ესტონეთის მთავრობების ანტიქართულ გადაწყვეტილებას შემხვედრი ზომები დაუპირისპიროს, თუმცა ამგვარი ნაბიჯი მიზანშეწონილად არ მიაჩნია.