უკრაინამ და რუსეთმა დაიწყეს მოლაპარაკებები კურსკის ოლქში ორივე მხარის მიერ დატყვევებული სამხედროების გაცვლის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინულ წყაროებზე დაყრდნობით ბრიტანული Financial Times ავრცელებს.
უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, დმიტრი ლუბინეცმა განაცხადა, რომ ტყვეების გაცვლის საკითხზე მას უკვე დაუკავშირდა რუსი ომბუდსმენი, ტატიანა მოსკალკოვა.
საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებებს ადასტურებს უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო, რომელიც სამხედრო ტყვეების გაცვლის საკითხებს კურირებს.
ლუბინეცის თქმით, კურსკის ოლქში დატყვევებული რუსების მდგომარეობაზე სრულ ინფორმაციას ფლობს როგორც გაერო, ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი.