გამოცემა Financial Times (FT)-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლების, სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტები მოსკოვსა და კიევში დასრულდა ისე, რომ მხარეებმა კონკრეტულ სამშვიდობო შედეგებს ვერ მიაღწიეს.  

გამოცემის ინფორმაციით, ამერიკელმა დიპლომატებმა დედაქალაქებში კონფლიქტის დასრულების განახლებული გეგმები და დოკუმენტები ჩაიტანეს.

მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვსა და კიევში მაღალი დონის შეხვედრები გაიმართა, კრემლსა და უკრაინულ მხარეს შორის პოზიციები კვლავ განსხვავებულია.  

რუსულმა მხარემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარი მიზნების მიღწევის აუცილებლობას, ხოლო კიევში გამართული დიპლომატიური კონსულტაციები ევროპელ მოკავშირეებთან ერთად მიმდინარეობდა, თუმცა რეალური გარღვევა ამ ეტაპისთვის არ დაფიქსირებულა.

ვიზიტს წინ უძღოდა მხარეთა შორის ინტენსიური საჰაერო იერიშები, რამაც დიპლომატიური პროცესი კიდევ უფრო გაართულა.  

დასავლური დიპლომატიური წყაროების შეფასებით, ვაშინგტონის მცდელობები, განაახლოს რეალური სამშვიდობო დიალოგი რუსეთსა და უკრაინას შორის, გრძელდება, თუმცა პოზიციების მკვეთრი დაახლოება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.