ფრიდრიხ მერცი, რომელსაც მაისის დასაწყისში გერმანიის კანცლერად დაამტკიცებენ, თავისი პირველი საგარეო ვიზიტის ფარგლებში, სავარაუდოდ, უკრაინას ეწვევა. იუწყება გამოცემა Welt.
გამოცემა ბერლინისა და ბრიუსელის წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მაისის დასაწყისში მერცის შესაძლო ვიზიტი უკრაინაში მოსამზადებელ ეტაპზეა.
Welt-ის ცნობით, ვიზიტის დრო უნდა დაემთხვეს "მსურველთა კოალიციის" სამიტს 9 მაისს, რომელიც გაიმართება კიევში, იუწყება
კიევში ასევე ჩავლენ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი.