გერმანიის კანცლერის რანგში ლიეტუვაში პირველი ვიზიტის დროს ფრიდრიხ მერცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ახალი მთავრობის ერთგულება ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

"ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს დავიცვათ ალიანსის ტერიტორია ნებისმიერი აგრესიისგან. ბალტიისპირეთის მოკავშირეების უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა," - თქვა მერცმა ხუთშაბათს, 22 მაისს ვილნიუსში, ლიეტუვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ.

მან აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში უსაფრთხოების მდგომარეობა კვლავ ძალიან დაძაბულია.

"რუსეთის აგრესიული რევიზიონიზმი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს რევიზიონიზმი საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას ევროპაში და მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში," - განაცხადა გერმანიის მთავრობის მეთაურმა.

ვილნიუსში ფრიდრიხ მერცმა და გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა მონაწილეობა მიიღეს ლიეტუვაში გერმანული ბრიგადის მისიის ოფიციალურად დაწყების ცერემონიაში.