აშშ-ის პრეზიდენტმა ბაიდენმა ბერლინში გერმანიის უმაღლესი ჯილდო მიიღო, - იუწყება tagesschau.

„თქვენი ხელმძღვანელობით ტრანსატლანტიკური ალიანსი სულ უფრო და უფრო მეტად ძლიერდება, ხოლო ჩვენი პარტნიორობა უფრო მჭიდროა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. როცა თქვენ პრეზიდენტად აგირჩიეს, ფაქტობრივად მყისიერად დაუბრუნეთ ევროპას იმედი ტრანსატლანტიკური ალიანსის შესახებ" - მიმართა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ აშშ-ის პრეზიდენტს და მას ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის უმაღლესი ჯილდო „განსაკუთრებული ხარისხის დიდი ჯვრის" ორდენი გადასცა.

საპასუხო სიტყვაში ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ის „ძლიერ აღელვებულია". ჯილდო ბევრს ამბობს „ჩვენზე“, ანუ გერმანიასა და აშშ-ზე და ორ ქვეყანას შორის კავშირზე. მან ასევე მადლობა გადაუხადა გერმანიას უკრაინის მხარდაჭერისთვის.

რუსეთის ომი არის თავდასხმა მეგობრულ დემოკრატიაზე და იმ პრინციპებზე, რომლებზე დაყრდნობითაც 75 წლის განმავლობაში მშვიდობასა და უსაფრთხოება იყო შენარჩუნებული ევროპაში. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მარცხდება, ხოლო ნატო უფრო ერთიანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა, - თქვა ბაიდენმა.

ორდენი, „განსაკუთრებული ხარისხის დიდ ჯვარი", 1951 წელს დაწესდა. დღემდე ორდენი აშშ-ის დროის ამ მონაკვეთის 14 პრეზიდენტიდან მხოლოდ უფროსს ჯორჯ ბუშს ჰქონდა მიღებული.