უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ფინეთმა უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი გადასცა.

როგორც ზელენსკი Twitter-ზე წერს, აღნიშნული მხარდაჭერა აძლიერებს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ფინეთისა და დანარჩენი ევროპის უსაფრთხოებას.

რას მოიცავს დახმარების პაკეტი, ჯერჯერობით უცნობია.

"მადლობელი ვარ ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტოსა და ფინეთის მთავრობის გადაწყვეტილების გამო, რომ უკრაინას თავდაცვის ახალი პაკეტის მიწოდებისთვის", - წერს ზელენსკი Twitter-ზე.