ევროპაში, ძლიერი ყინვის გამო, რამდენიმე მსხვილი აეროპორტი იძულებული გახდა დროებით დახურულიყო.
ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.
დღეს დილით დაიხურა ბუდაპეშტის (უნგრეთი), ვენის (ავსტრია) და ბრატისლავას (სლოვაკეთი) ძირითადი აეროპორტები.
ბუდაპეშტის აეროპორტმა X-ზე გამოაქვეყნა, რომ დახურვა ძლიერი ყინვის და "ექსტრემალური მოყინვის“ გამო მოხდა.
პოსტში ნათქვამია: „არახელსაყრელი ამინდის პირობების გამო, ცენტრალური ევროპის რამდენიმე სხვა აეროპორტის მსგავსად, ბუდაპეშტის ფერენც ლისტის საერთაშორისო აეროპორტი დროებით დაიხურა ექსტრემალური მოყინვის შედეგად გამოწვეული უსაფრთხოების რისკების გაზრდის გამო".
უსაფრთხოების მიზნით, აეროპორტმა დროებით შეაჩერა ყველა ჩამოსვლა და გამგზავრება.
ამასთან, ვენის ასაფრენი ბილიკები ყინულის სქელი ფენით იყო დაფარული და მუდმივად იყინებოდა, რამაც მათი დროებითი დახურვა გამოიწვია.
ვენის აეროპორტის ვებსაიტზე შემდეგი შეტყობინება გამოქვეყნდა: „ამჟამინდელი ამინდის პირობების გამო, გაფრენისა და მოფრენის რეისების შეფერხებაა მოსალოდნელი".
თარგმანი: რუსთავი2








