შეუძლებელია, დააპატიმრო სააკაშვილი განუსაზღვრელი ვადით და თან დაუახლოვდე ევროპას, - განაცხადა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე ფრანგმა ევროპარლამენტარმა, რაფაელ გლუკსმანმა.
„შეუძლებელია, კრემლთან გარიგებაში შეხვიდე და თან ევროპას დაუახლოვდე, შეუძლებელია, გააგრძელო თავისუფლების საწინააღმდეგო კანონების წინ წაწევა და თან ევროპას დაუახლოვდე, შეუძლებელია, დააპატიმრო სააკაშვილი განუსაზღვრელი ვადით და თან ევროპას დაუახლოვდე“, - აღნიშნა რაფაელ გლუკსმანმა. მისი თქმით, ქართველი დემოკრატები ევროპას უცქერენ და ელოდებიან, რომ „გაცილებით ხისტები ვიქნებით ოლიგარქების მიმართ, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიას“. გლუკსმანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ხმა უნდა აიმაღლოს და დადგეს ქართველი დემოკრატების გვერდით.




