ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი პლატფორმა X-ზე წერს, რომ ესაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს:

"დღეს ვესაუბრე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საქართველოში შექმნილ შემაშფოთებელ ვითარებაზე. ვაქებ საქართველოს ხალხის გაბედულ პრინციპულობას ევროპისკენ მიმავალ გზაზე სვლის გაგრძელებაში. თქვენი ნება უნდა იყოს გათვალისწინებული. აღარავითარი ძველებურად გაგრძელება. ევროკავშირი თქვენს მხარეს არის", – დაწერა მან.