ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს.
„დღეს, 24 ძირითადი რეფორმის წარმატებით დასრულების შემდეგ, მოლდოვის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში 189 მილიონ ევროს გამოვყოფთ. მოლდოვა რეკორდული ტემპით აგრძელებს რეფორმების განხორციელებას, ზრდის ინვესტორთა ნდობას და აყალიბებს მის მომავალს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
მოლდოვის პრესის თანახმად კი, დღეს, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე,, ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა, 24 ძირითადი რეფორმის დასრულების შემდეგ, მოლდოვის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში 200 მილიონი ევროს გამოყოფის შესახებ განაცხადა.
ევროპარლამენტარის, ზიგფრიდ მურეშანის თქმით, მოლდოვას რესპუბლიკას ეკონომიკური ზრდის გეგმიდან უკვე გამოეყო თითქმის 500 მილიონი ევრო.




