ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი მარგარიტის სხინასი ერევანში ჩავიდა ევროკავშირსა და სომხეთს შორის ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დასაწყებად. ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში სომხეთში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ვასილის მარაგოსი წერს.
„მოხარული ვარ, მივესალმო ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, მარგარიტის სხინას სომხეთის პრეზიდენტ ვააგან ხაჩატურიანთან, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოაინთან მოლაპარაკებებისთვის სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორების გაძლიერებისა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყების მიზნით“, – დაწერა ევროკავშირის ელჩმა.
როგორც ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაშია აღნიშნული, ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყება პოლიტიკურ დონეზე ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანთან არის ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ძლიერი გზავნილი მათი მზადყოფნის შესახებ, გაარღმავონ ევროკავშირსა და სომხეთს შორის უკვე ძლიერი პარტნიორობა.
„ამ დიალოგის მიზანია სომხეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირში მოკლევადიანი ვზიზიტებისთის სავიზო ვალდებულებების გაუქმება მას შემდეგ, რაც სომხეთის ხელისუფლება შეასრულებს არსებით რეფორმებს ისეთ საკვანძო სფეროებში, როგორიცაა სამოგზაურო დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვარი, მიგრაცია და თავშესაფრის მართვა, საზოგადოებრივი წესრიგი, უსაფრთხოება და გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული ფუნდამნტური უფლებები“, – ნათქვამია განცხადებაში.