ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთზე დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროპული საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.
"ევროპულმა საბჭომ დღეს გადაწყვეტილება მიიღო, 2023 წლის 15 სექტემბრამდე გაეხანგრძლივებინა შემზღუდველი ზომები, რომელიც რუსეთის ეკონომიკის კონკრეტული სექტორების წინააღმდეგ იყო დაწესებული“,- ნათქვამია განცხადებაში.
ამჟამინდელი სანქციები ვრცელდება 1473 ფიზიკურ და 205 იურიდიულ პირზე და მოიცავს მოგზაურობის შეზღუდვებს, აქტივების გაყინვასა და ჩამოთვლილი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სახსრების ან სხვა ეკონომიკური რესურსების ხელმისაწვდომობის აკრძალვას.