ამის შესახებ ინფორმაციას შვედური გამოცემა aftonbladet-ი ავრცელებს.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სირიის წინააღმდეგ ყველა ეკონომიკური სანქციის მოხსნაზე, - იტყობინება AFP დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ მიერ უფრო ადრე გავრცელებული ცნობით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა, სამშაბათს განაცხადა, რომ იმედოვნებს, რომ ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე მინისტრები სირიისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნაზე შეთანხმებას მიაღწევენ.
ოფიციალური პირების თქმით, მინისტრები განიხილავენ პოლიტიკურ გადაწყვეტას, რომელიც ითვალისწინებს ეკონომიკური სანქციების მოხსნას, ასადის რეჟიმთან დაკავშირებული სანქციების შენარჩუნებას და ადამიანის უფლებების დამრღვევების წინააღმდეგ ზომების მიღებას.
„ცხადია, ჩვენ გვსურს, რომ (სირიაში) ხალხს ჰქონდეს სამუშაო ადგილები და საარსებო წყარო, რათა ქვეყანა უფრო სტაბილური გახდეს“, - თქვა კალასმა.




