ევროპარლამენტმა დაამტკიცა ევროკავშირის 35 მილიარდი ევროს ოდენობის სესხი უკრაინისთვის, რომლის დაფარვაც რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული თანხით განხორციელდება.

ამ გადაწყვეტილებას მხარი 518-მა ევროპელმა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 56 წავიდა, ხოლო 61-მა დეპუტატმა თავი შეიკავა.

თანხები 2025 წლის ბოლომდე გამოიყოფა.

"ამ კენჭისყრით ჩვენ ვაგზავნით ძლიერ სიგნალს - რომ ჩვენ ვიყენებთ რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებულ შემოსავალს უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთმა, როგორც აგრესორმა ქვეყანამ, უნდა გადაიხადოს და გადაიხდის", - თქვა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ.