ევროკავშირი საგარეო ქმედებათა სამსახურის ფართომასშტაბიან რეფორმას განიხილავს, - ამის შესახებ სტატიას EUobserver აქვეყნებს და სტრუქტურულ პრობლემებთან დაკავშირებით ავტორი საკუთარ მოსაზრებებს გვთავაზობს.
ევროკავშირში განიხილება ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რეფორმა, რადგან მისმა ამჟამინდელმა მოწყობამ 2 პრობლემა წარმოქმნა:
ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ერთდროულად 3 განსხვავებული ფუნქცია დაეკისრა:
- საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს თავმჯდომარეობა,
- ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტობა და
- დიპლომატიური სამსახურის ხელმძღვანელობა.
რადგან სამივე სამსახური 1 პირს ჩაბარდა საქმიანობა სრულყოფილად ვერცერთმა ამ პოზიციაზე მყოფმა ვერ შეასრულა.
საგარეო ქმედებათა სამსახური ბიუჯეტისა და პროცედურების თვალსაზრისით დამოკიდებულია ევროკომისიაზე, ხოლო წევრი სახელმწიფოების მხრიდან მისი მხარდაჭერა უმეტესწილად არასაკმარისია. შედეგად, სამსახურმა ვერ შეძლო საგარეო და ეკონომიკური პოლიტიკის ეფექტურად განხორციელება.
საგარეო ქმედებათა სამსახური ისეთ დროს შეიქმნა, როდესაც წევრი სახელმწიფოების ნაწილი ფიქრობდა, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ევროკომისიის როლი გარკვეულწილად ჩარჩოში უნდა მოქცეულიყო.
ამჟამად ევროკომისიას ჰყავს ევროკომისარი თავდაცვის მიმართულებით. ურსულა ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობით ევროკომისიამ ლიდერობა იკისრა სანქციებისა და ხმელთაშუა ზღვის პოლიტიკის მიმართულებით, რაც ადრე საგარეო ქმედებათა სამსახურის კომპეტენცია იყო.
ამავდროულად, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის (კალასის) უფლებამოსილება საგარეო პოლიტიკის განსაზღვრისა და ინიციატივების წამოყენების მიმართულებით საკმაოდ შეზღუდულია.
საგარეო პოლიტიკის მთავარი გადაწყვეტილებები უფრო მეტად ევროპული საბჭოს დონეზე მიიღება.
ამ ფონზე, განიხილება საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროკომისიის სტრუქტურაში ინტეგრირება.




