ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალის განცხადებით, ბალტიისპირეთის ქვეყნები ყოველთვის ღიად საუბრობდნენ რუსეთის მხრიდან საფრთხეზე და მომავალშიც ამ პოზიციაზე დარჩებიან.

„მე არ ვაპირებ თავის შეკავებას. პუტინი დიქტატორია, რომელიც ხოცავს ქალებსა და ბავშვებს და განაგრძობს ამის კეთებას იქამდე, ვიდრე მას არ აიძულებენ კურსის შეცვლას“, – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, მანამდე, სააგენტო „როიტერი“ იუწყებოდა, რომ პენტაგონის წარმომადგენლებმა ნატო-ს წევრ ქვეყნებს, კერძოდ კი ლიეტუვას, ლატვიასა და ესტონეთს მოუწოდეს, არ გააკეთონ ზედმეტად მკაფიო გამონათქვამები მოსკოვის მიმართ და ასეთი მოწოდებებით მოსკოვის პროვოცირება არ გამოიწვიონ.

ესტონეთისა და ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროში, „ბიბისის“ განუცხადეს, რომ აშშ-სგან ოფიციალური თხოვნა მოზომილ რიტორიკასთან დაკავშირებით არ მიუღიათ.