ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

ესტონეთის კონსერვატიული სახალხო პარტიის დეპუტატმა, ვარო ვოგლეიდმა, ესტონეთში შობადობის გაზრდის მიზნით „განქორწინების უფლების გარეშე ქორწინების“ შემოღება შესთავაზა, რამაც ქალთა უფლებების შესახებ უკმაყოფილება და შეშფოთება გამოიწვია

ვარო ვოგლეიდმა ქორწინების კონცეფციის დამახინჯებისთვის ს„რეფორმების პარტია“ და „ესტონეთი 200“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ საჭიროა აღდგეს ქორწინების ინსტიტუტის მიმართ პატივისცემა.

„ალბათ, ჩვენ ასევე უნდა შევცვალოთ კანონი, რათა დაურღვეველი ქორწინება დავუშვათ მათთვის, ვისაც ეს სურს“, - განაცხადა ვოგლეიდმა

მისი თქმით, ასეთი კანონი მეუღლეებში განამტკიცებს რწმენას, რომ დაუფიქრებლად არ მიატოვებენ ვინმე ახალი ადამიანის გამო.

მედიასთან ინტერვიუში ვოგლეიდმა შობადობის შემცირება დაუკავშირა იმას, რასაც მან სექსუალური რევოლუციის შემდგომი ქორწინების გაგების ცვლილება უწოდა და განაცხადა, რომ ქორწინება „უბრალოდ კიდევ ერთ კონტრაქტად“ იქცა. ისეთ კონტრაქტად, რომლის ცალმხრივად შეწყვეტაც შესაძლებელია.

განქორწინების ლეგალიზაცია - ბოლშევიკების ერთ-ერთი პირველი ინიციატივა იყო საბჭოთა რუსეთში - იყო „აშკარად იდეოლოგიური პროექტი, რომელიც ქალების განთავისუფლებას გვპირდებოდა, მაგრამ სინამდვილეში მათ ექსპლუატაციის მიმართ გაცილებით დაუცველს ხდიდა“.

ამ წინადადების ახსნისას ვუგლეიდმა განაცხადა, რომ განქორწინების უფლების გარეშე ქორწინება წყვილებს ერთად დარჩენას არ აიძულებდა, მაგრამ შესაძლოა შეეზღუდა მომავალი კავშირების აღიარება და დაევალდებულებინა ისინი, დაიცვან ერთობლივი საკუთრების შესახებ სამართლებრივი შეთანხმებები.

„დემოგრაფიული კრიზისიდან გამოსვლა შეუძლებელია სექსუალური რევოლუციის ფუნდამენტური შეცდომების და საზოგადოების მიერ მათი უარყოფის გამოსწორების გარეშე“, - თქვა მან და მოუწოდა უფრო ფართო ცვლილებებისკენ, მათ შორის ოჯახზე ორიენტირებული საგადასახადო პოლიტიკისა და განათლებისკენ, რომელიც ხელს შეუწყობს ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრებას.