ნატო-ს ორი ქვეყნის სადაზვერვო სამსახურები ეჭვობენ, რომ რუსეთი ახალ იარაღს ქმნის, რომელიც მიმართულია ილონ მასკის სატელიტური კავშირის Starlink-ის წინააღმდეგ.

 როგორც „ესოშიეითიდ პრესი“ წერს, ნატო-ს წევრი ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ რუსეთი ქმნის იარაღს, რომელსაც შეუძლია კოსმოსში ასობით ათასი ფრაგმენტი გაუშვას და თანამგზავრები მასობრივად დააზიანოს.

დაზვერვის ინფორმაციით, ფრაგმენტები რამდენიმე მილიმეტრი იქნება, რაც მათ აღმოჩენას რთულს გახდის, ამიტომ რუსეთს ასეთ შეტევებში, ფაქტობრივად, ვერ დაადანაშაულებენ.

ნატო-ს სადაზვერვო სააგენტოს შეფასებით, ასეთი თავდასხმის შემდეგ, ფრაგმენტები და ნამსხვრევები საბოლოოდ დედამიწაზე დაეცემა და შეიძლება, დააზიანოს მის გარშემო მოძრავი სხვა ობიექტები.

ესოშიეითიდ პრესის“ მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი შედეგების და საკუთარი თანამგზავრებისთვის რისკის გამო რუსეთმა შეიძლება, გადაწყვიტოს, რომ არ გამოიყენოს ასეთი იარაღი.

თარგმანი: პირველი  არხი