აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლამი, სხვა დასავლელ ოფიციალურ პირებთან ერთად, უკრაინის დედაქალაქში იმყოფებოდნენ, რა დროსაც საჰაერო განგაშის სიგნალი გაისმა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც მედია წერს, განგაშის სიგნალი დაახლოებით 30 წუთს გრძელდებოდა. უკრაინის საჰაერო ძალებმა ბალისტიკური რაკეტის საფრთხის შესახებ განაცხადეს.

რაკეტა სუმის რეგიონიდან პოლტავას რეგიონის მიმართულებით მოძრაობდა, მოგვიანებით კი უკრაინის საჰაერო ძალებმა რაკეტა ჩამოაგდეს. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაშავებულა.

თარგმანი: პირველი არხი