საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაციას მხარს არ უჭერს.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა გადაწყვიტეს სამხედრო ოპერაციების დაწყება, რომლებიც საერთაშორისო სამართლის მიღმა ტარდება, რასაც ჩვენ ვერ დავეთანხმებით", – განაცხადა მაკრონმა.

ამავდროულად, მაკრონმა სიტუაციის ესკალაციაში პასუხისმგებლობა ირანს დააკისრა.

მისი თქმით, თეირანი სახიფათო ბირთვულ პროგრამას ავითარებდა და ასევე აიარაღებდა და აფინანსებდა ტერორისტულ დაჯგუფებებს მეზობელ სახელმწიფოებში.