Guardian-ის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სამიტის გამართვამდე აშშ-მ ევროპელ პარტნიორებთან საკითხზე კოორდინაციის პირობა დადო.
ტუსკის თქმით, მას "დიდი იმედები და შიშები აქვს" შეხვედრასთან დაკავშირებით. პოლონეთის პრემიერმა ყურადღება გაამახვილა ტრამპის "ტაქტიკაზე... რომელიც ზოგჯერ არაპროგნოზირებადია, როცა საქმე სხვადასხვა ნაბიჯსა და ქმედებას ეხება."
მანამდე გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროპელ ლიდერებს ტრამპი-პუტინის სამიტის გამართვამდე აშშ-ს პრეზიდენტთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას ცდილობენ. ხოლო გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს ალასკაში სამიტის გამართვამდე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესებისკენ მოუწოდეს.
ტუსკმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვა "არაა მხოლოდ მეზობლის მიმართ ჩვენი სოლიდარობის საკითხი, არამედ ეს ჩვენსავე უსაფრთხოებასაც ეხება."