აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ენერგეტიკული ზავის დაწყება გამოაცხადა.
ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
„დაუყოვნებლივ ძალაში შედის „ენერგეტიკული ზავი“ რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში. ორივე მხარე დათანხმდა. არ დაარღვიოთ იგი!“, – აცხადებს დონალდ ტრამპი.










