დონალდ ტრამპმა არჩევნებზე ეუთოს სადამკვიდრებლო მისია არ მიიწვია. 

ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, არ მოეწვია ეუთოს (OSCE) საარჩევნო დამკვირვებლები 2026 წლის აშშ-ის შუალედური არჩევნების მონიტორინგისთვის ჯინ შაჰინი გამოეხმაურა.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც შეერთებული შტატების მთავრობა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისსა (ODIHR) და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA) შუალედურ არჩევნებზე დასაკვირვებლად არ იწვევს.

"ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება, არ მოიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლები შეერთებულ შტატებში, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თავისუფლების, დემოკრატიისა და გამჭვირვალობის იმ სულისვეთებას, რაც ჩვენს არჩევნებს განსაზღვრავს. ეუთო შეერთებულ შტატებში 2002 წლის შემდეგ ყველა შუალედურ არჩევნებს აკვირდებოდა, ტრამპის ადმინისტრაციის უარი კი ამ პრაქტიკის გაგრძელებაზე მორიგი ნაბიჯია, რომელიც რისკს უქმნის საზოგადოების ნდობას ამერიკის უსაფრთხო და დაცული საარჩევნო სისტემის მიმართ.

მე გახლდით არჩევნების ოფიციალური დამკვირვებელი საქართველოში 2012 წელს და სულ ახლახან -ბოსნია და ჰერცეგოვინაში 2022 წელს. ასე რომ, პირადად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერა საარჩევნო პროცესის სანდოობისადმი საზოგადოების ნდობის გასაზრდელად.  ეუთო სწორედ ამას აკეთებს. ეს არის გაერთიანება, რომელიც აშშ-ის უახლოესი მოკავშირეებისგან შედგება და რომელმაც აიღო ვალდებულება, დაიცვას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტები

მოვუწოდებ ტრამპის ადმინისტრაციას, პატივი სცეს დამოუკიდებელი საარჩევნო დამკვირვებლების როლს და უზრუნველყოს, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიცვას ისეთივე სტანდარტები, როგორსაც ნებისმიერი სხვა დემოკრატიული სახელმწიფოსგან ველოდებით,"- განაცხადა ჯინ შაჰინმა.