დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ რიგი სანქციები გაახანგრძლივა.
შესაბამისი დოკუმენტი აშშ-ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდა.
განკარგულება, რომელიც ძალაში 20 თებერვალს შედის, რუსეთის წინააღმდეგ რიგი სანქციების გახანგრძლივებას ითვალისწინებს, რომლებიც ამერიკელი პრეზიდენტების მიერ შემოღებული იყო 2014, 2018 და 2022 წლებში.
პრეზიდენტის განცხადებით, ამ განკარგულებებში აღწერილი ქმედებები და პოლიტიკა კვლავ წარმოადგენს "არაორდინალურ და განსაკუთრებულ საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკისთვის".
"ვაგრძელებ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმს 1 წლით," - აღნიშნულია დოკუმენტში.












