აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოქვეყნებულ პოსტში გერმანიის ფედერალურ მიწაზე, საქსონია-ანჰალტში გამართულ არჩევნებში, ულტრამემარჯვენე "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) წარმატებას "ნამდვილად ტრიუმფალური" უწოდა.
"ვაუ! გერმანიის პოპულისტურ პარტიას მართლაც დიდი ღამე ჰქონდა. მათ მობეზრდათ სრულიად მიუღებელი საემიგრაციო წესები და რეგულაციები, რომლებმაც გერმანიას ასეთი დიდი ზიანი მიაყენა. ისინი წინ მიიწევენ და ამ ყველაფერს აღარ მოითმენენ!" — წერს ტრამპი.
თავისი პოსტის ბოლოს აშშ-ის პრეზიდენტმა გამოიყენა შემოკლება MGGA (Make Germany Great Again — "გავხადოთ გერმანია კვლავ დიდებული"), რაც მისი ცნობილი სლოგანის (MAGA) გერმანული ანალოგია.
ცნობისთვის, საქსონია-ანჰალტის მიწის არჩევნებში "ალტერნატივა გერმანიისთვის" პარტიამ ხმების რეკორდული რაოდენობა მოიპოვა, რასაც გერმანულ პოლიტიკურ წრეებში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. პარტიას გამარჯვება ასევე მიულოცა ამერიკელმა მილიარდერმა ილონ მასკმაც.




