აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მადლიერების დღესთან დაკავშირებით, ინდაურები შეიწყალა,-ინფორმაციას სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.
ამჯერად, მან ორი ინდაური შეიწყალა (ჩვეულებრივ, მხოლოდ ერთ ინდაურს იწყალებენ). მათ სახელებია: ბრედი და ბატერი. მადლიერების დღის ტრადიცია 1947 წლით თარიღდება, როდესაც ეროვნულმა ფედერაციამ და ფრინველთა ეროვნულმა საბჭომ ფრინველი პირველად აშშ-ს პრეზიდენტს ჰარი ტრუმენს გადასცეს. პირველად ინდაური აშშ-ს 35-ე პრეზიდენტმა, ჯონ კენედმა მადლიერების დღის ცერემონიაზე, 1963 წელს შეიწყალა. მადლიერების დღე შეერთებულ შტატებში ნოემბრის მეოთხე ხუთშაბათს აღინიშნება. ამ დღეს ოჯახები და მეგობრები იკრიბებიან და ტრადიციულ კერძებს ერთად მიირთმევენ. მადლიერების დღეს გასაჭირში მყოფ ადამიანებსაც ეხმარებიან.