მე ამას მინი ომს ვუწოდებ, მათ აღარ ჰყავთ საზღვაო ფლოტი, 159 გემი ჰყავდათ. რამდენი დარჩათ? ნული.

 ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის საზღვაო ძალებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. მისივე თქმით, აშშ-ს შეეძლო ზოგიერთი გემის „დატოვება“, მაგრამ სამხედროებმა მათი განადგურება არჩიეს.

„მე ვკითხე მათ: რატომ გაუშვით გემები ზღვის ფსკერზე? მე მათი შენარჩუნება მსურდა. მაგრამ ეს დეტალებია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.