აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, Truth Social-ში გამოქვეყნებული ვიდეოს გამო პოლიტიკური ძალადობისკენ წაქეზებაში ადანაშაულებენ.

დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია ორი მანქანა აშშ-ს დროშებითა და და ტრამპის მხარდამჭერი სტიკერებით. მეორე მანქანის საბარგულზე ხელფეხშეკრული ბაიდენის სურათი შთაბეჭდილებას ქმნის, რომ იგი ასეთ მდგომარეობაში იმყოფება მანქანის საბარგულში.

ვიდეომ ჯო ბაიდენის გუნდის აღშფოთება გამოიწვია. მათ დონალდ ტრამპი ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ პოლიტიკური ძალადობის წაქეზებაში დაადანაშაულეს.


ტრამპმა აღნიშნა, რომ ვიდეო გადაღებულია ლონგ-აილენდზე ხუთშაბათს, როდესაც ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს კრიმინალის ნასროლი ტყვიისგან დაღუპული ნიუ-იორკის პოლიციის ოფიცრის, ჯონათან დილერის პანაშვიდზე მიემგზავრებოდა. 

ტრამპის კამპანიის სპიკერის თქმით, ეს ფოტო იყო გზატკეცილზე მოძრავ მანქანაზე. დემოკრატები და შეურაცხადი გიჟები არა მხოლოდ მოუწოდებენ პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ამაზრზენი ძალადობისკენ, არამედ რეალურად იყენებენ მართლმსაჯულების სისტემას მის წინააღმდეგ.

აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა ვიდეოს კომენტირებაზე უარი განაცხადა.