ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანი "ძალიან ცუდ მდგომარეობაშია"
ტრამპმა ამბობს, რომ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვების შესაძლებლობა არ ექნება.
„ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. არ ვიცი, ჯერ დანებდებიან თუ არა, მაგრამ დანებდებიან. თუმცა, ისინი ძალიან ცუდ მდგომარეობაში არიან. იცით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჰორმუზის სრუტიდან უფრო მეტი ნავთობი გავიტანეთ, ვიდრე ოდესმე ისტორიაში, მათ შორის იმ პერიოდთან შედარებითაც, როდესაც ბირთვული იარაღის შესაჩერებლად ომი ჯერ დაწყებული არ იყო. ეს ომი სწორედ ბირთვული იარაღის შესაჩერებლად მიმდინარეობს. ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, – განაცხადა ტრამპმა.









