აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა New York Post-ს განუცხადა, რომ აშშ-ირანის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის ჯერ "ზედმეტად ადრეა," მიუხედავად 6 მაისს გავრცელებული ცნობებისა, რომ ქვეყნები 14-პუნქტიან მემორანდუმს ამზადებენ, რომელიც მალე ხელმოსაწერად მზად იქნება.

გამოცემამ ტრამპს ჰკითხა, გაეგზავნათ თუ არა პაკისტანში ჟურნალისტი, მას შემდეგ, რაც სამშვიდობო გეგმის შესახებ ცნობები გავრცელდა, რაზედაც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ "არ ფიქრობს," რომ ეს საჭიროა.

New York Post-თან საუბრამდე ცოტა ხნით ადრე, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "თუ ირანი შეთანხმებას არ დათანხმდება, დაბომბვა იმაზე ინტენსიური იქნება, ვიდრე აქამდე."

"თუ ირანი დათანხმდება შეთანხმების პირობებს, რაც ალბათ დიდი დაშვებაა, მაშინ უკვე ლეგენდად ქცეული "ეპიკური რისხვა" დასრულდება, ხოლო მეტად ეფექტური ბლოკადა უზრუნველყოფს, რომ ჰორმუზის სრუტე გახსნილი იყოს ყველასთვის, მათ შორის ირანისთვისაც. თუ ისინი არ დათანხმდებიან, დაიწყება დაბომბვა და ის, სამწუხაროდ, ბევრად უფრო მაღალი დონითა და ინტენსივობით განხორციელდება, ვიდრე მანამდე იყო," - წერს ტრამპი.