ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"თუ ირანი დათანხმდება შეთანხმების პირობებს, რაც ალბათ დიდი დაშვებაა, მაშინ უკვე ლეგენდად ქცეული [ოპერაცია] ეპიკური რისხვა დასრულდება, ხოლო მეტად ეფექტური ბლოკადა უზრუნველყოფს, რომ ჰორმუზის სრუტე გახსნილი იყოს ყველასთვის, მათ შორის ირანისთვისაც. თუ ისინი არ დათანხმდებიან, დაიწყება დაბომბვა და ის, სამწუხაროდ, ბევრად უფრო მაღალი დონითა და ინტენსივობით განხორციელდება, ვიდრე მანამდე იყო", - წერს დონალდ ტრამპი.