აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური მისიების წარმომადგენელი რიჩარდ გრენელი ვენესუელაში გაემგზავრება.

როგორც „სიენენი“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, „გრენელი ვენესუელის ავტორიტარ პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს შეხვდება“.

მათივე ცნობით, მოსალოდნელია, რომ გრენელისა და მადუროს საუბრის მთავარი თემა აშშ-დან არალეგალი ვენესუელელი მიგრანტების დეპორტაცია იქნება.

„სიენენის“ ცნობით, ტრამპის წარმომადგენელმა, შესაძლოა, დააყენოს ვენესუელაში დაკავებული რამდენიმე ამერიკელის საკითხიც. გრენელი ტრამპის არჩევის შემდეგ არაერთხელ შეხვდა ვენესუელის ოპოზიციას და მოსალოდნელია, რომ მათთან შეხვედრა ამ ვიზიტის დროსაც გაიმართება.

თარგმანი: პირველი არხი