აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩარლი კირკის დაჭრის ცნობას გამოეხმაურა.

„ყველამ უნდა ვილოცოთ ჩარლი კირკისთვის, რომელსაც ესროლეს. შესანიშნავი ადამიანი, თავიდან ბოლომდე. ღმერთმა დალოცოს!”, – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.

კონსერვატორ კომენტატორ ჩარლი კირკს იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე ესროლეს. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მომხდარზე ჯერ არავინ დაუკავებიათ.

თარგმანი: პირველი არხი