"ვულოცავ მსოფლიოს გაეროს უშიშროების საბჭოს წარმოუდგენელ მხარდაჭერას, რითაც აღიარებული და მხარდაჭერილი იქნა სამშვიდობო საბჭოს შექმნა, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ და რომელშიც მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი და პატივცემული ლიდერები შევლენ. " - ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. 

"ეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს მოვლენად შევა, მთელ მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს და ისტორიული მასშტაბის მომენტია!

მადლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას და გაეროს უშიშროების საბჭოს ყველა წევრ ქვეყანას: ჩინეთს, რუსეთს, საფრანგეთს, გაერთიანებულ სამეფოს, ალჟირს, დანიას, საბერძნეთს, გაიანას, სამხრეთ კორეას, პაკისტანს, პანამას, სიერა ლეონეს, სლოვენიას და სომალის. ასევე მადლობა იმ ქვეყნებს, რომლებიც ამ კომიტეტში არ იყვნენ, მაგრამ მტკიცედ უჭერდნენ მხარს ამ ძალისხმევას, მათ შორის კატარს, ეგვიპტეს, არაბთა გაერთიანებულ საემიროებს, საუდის არაბეთის სამეფოს, ინდონეზიას, თურქეთს და იორდანიას. საბჭოს წევრების ვინაობა და სხვა მრავალი საინტერესო განცხადება მომდევნო კვირებში გაკეთდება.' - წერს ამერიკის პრეზიდენტი. 

შეგახსენებთ, გაეროს უშიშროების საბჭომ აშშ-ის მიერ მომზადებული რეზოლუცია მიიღო, რომელიც მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმას ღაზასთან დაკავშირებით.