ტრამპის ადმინისტრაცია ნიკოლას მადუროს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნარკომოვაჭრედ თვლის და მას შეერთებული შტატების ფენტალინით შეზავებული კოკაინის გადავსების მიზნით კარტელებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.
„პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევით მადურო სამართლიანობას ვერ გაექცევა და ის თავისი საზარელი დანაშაულებისთვის პასუხს აგებს“, - თქვა გენერალურმა პროკურორმა პემ ბონდიმ ჯილდოს შესახებ ინფორმაციის გავრცელებისას.
მადუროს ბრალი მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში 2020 წელს, ტრამპის პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს, მის რამდენიმე ახლო მოკავშირესთან ერთად, ნარკოტერორიზმისა და კოკაინის იმპორტის შეთქმულების ბრალდებებით წაუყენეს. იმ დროს აშშ-მა მისი დაპატიმრებისთვის 15 მილიონი დოლარის ოდენობით ჯილდო დააწესა. მოგვიანებით, ბაიდენის ადმინისტრაციამ თანხა 25 მილიონ დოლარამდე გაზარდა.
ბონდის თქმით, იუსტიციის დეპარტამენტმა კონფისკაცია უყო მადუროსთან დაკავშირებული 700 მილიონ დოლარზე მეტი აქტივს, მათ შორის ორი კერძო თვითმფრინავი. მან ასევე თქვა, რომ კონფისკებული კოკაინის თითქმის 7 ტონა პირდაპირ კავშირში იყო მადუროსთან.