ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, Fox News-ის ეთერში განაცხადა.
"ვცდილობთ რამე ვიღონოთ, მაგრამ ბრძოლა გრძელდება. ძალიან სისხლიანი ომია. ძალიან ცუდია. რვა ომი დავასრულე. ეს იყო ერთ-ერთი, რომელზედაც მეგონა, რომ ყველაზე მარტივად დავასრულებდი. სიძულვილი პრეზიდენტ პუტინსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის სასაცილოა, სიგიჟეა. სიძულვილი ცუდი რამაა. სიძულვილი ცუდი რამაა, როცა რაღაცის მოგვარებას ცდილობ. მაგრამ ეს მოხდება.
არ მსურს გავამხილო. მაგრამ მაქვს საუბარი მასთან და ვესაუბრები პრეზიდენტ ზელენსკისაც. კარგი საუბრები იყო. თუმცა, მე ამდენი ომი მოვაგვარე, ინდოეთ-პაკისტანის ჩათვლით. შესაძლოა ყოფილიყო ბირთვული ომი. მე მოვაგვარე. დასაწყისშივე, სანამ ჩამოაგდებდნენ... 11 თვითმფრინავი უკვე ჩამოგდებული იყო... ტრაგიკულად შეიძლება განვითარებულიყო. პაკისტანის პრემიერმა მითხრა, რომ 13-15 მილიონი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინე, შესაძლოა მეტიც ყოფილიყო. ჩემთვის დიდი პატივი იყო.
ვმუშაობთ რუსეთის სიტუაციაზე. რუსეთისა და უკრაინის. ვიმედოვნებ, რომ ამას მივაღწევთ", - განაცხადა ტრამპმა.








