თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ყოველწლიური ვახშამზე 31 წლის კაცმა ცეცხლი გახსნა. ვახშამზე იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მეუღლე მელანია ტრამპი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და თავდაცვის მდივანი.
თვითმხილველების თქმით, კაცმა დაახლოებით 8-ჯერ გაისროლა. მედიის ცნობით, თავდამსხმელი, რომლის სახელიცაა კოულ ტომასი, დარბაზში არ შეჭრილა, ის სასტუმროს სხვა შენობაში იმყოფებოდა. მამაკაცი უკვე დაკავებულია.
ღონისძიება სასტუმრო Washington Hilton-ში იმართებოდა.




